Logo

ზელენსკი – ვიდრე დასავლელი პარტნიორები უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე ფიქრობენ, რუსეთი ტერორს აგრძელებს

უკრაინა
1177
Frontnews image description

რუსული ტერორის შეჩერება შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როცა დასავლელი პარტნიორები უკრაინას ყველა საჭირო იარაღს მიაწვდიან, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

 

პრეზიდენტის თქმით, რუსული ტერორის შეჩერება მხოლოდ უკრაინის ტერიტორიაზეა შესაძლებელი, თუმცა ამისთვის უკრაინელი სამხედროები უზრუნველყოფილი უნდა იყვნენ შესაბამისი იარაღით.

 

“შეიძლება თუ არა რუსული ტერორის შეჩერება? დიახ. შეიძლება ამის გაკეთება სხვა გზით, თუ არა უკრაინის ბრძოლის ველზე? სამწუხაროდ არა. ეს შეიძლება და უნდა გაკეთდეს ჩვენს მიწაზე, ჩვენს ცაზე, ჩვენს ზღვაში… რა არის საჭირო ამისთვის? იარაღი, რომელიც ჩვენი პარტნიორების საწყობებშია და რომელსაც ჩვენი ჯარისკაცები ელოდებიან“, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

მისივე თქმით, ვიდრე დასავლელ პარტნიორებს უჭირთ უკრაინისთვის იარაღის მიწოდების გადაწყვეტილების მიღება, რუსეთი ტერორს ახორციელებს.

 

“ნებისმიერ საუბარს ან უბრალოდ დროის ამოწურვას არ ძალუძს ტერორისტების შეჩერება, რომლებიც მეთოდურად კლავენ ჩვენს ხალხს ირანიდან ნაყიდი რაკეტებით, თვითმფრინავებით, საკუთარი არტილერიით, ტანკებითა და ნაღმტყორცნებით. მთელმა მსოფლიომ იცის, როგორ შეაჩეროს ისინი, ვინც სიკვდილს თესავს”, – განაცხადა ზელენსკიმ.

Advertisement