Logo

ზელენსკი - ვიმედოვნებთ, ერთი ადამიანი არ დაბლოკავს თანხას და ჯარისკაცებს იარაღი ექნებათ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მის მისამართს ჩვენ ბიჭებს მივცემთ

უკრაინა
215
Frontnews image description

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, თუ ორბანი 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხს დაბლოკავს, ის უნგრეთის პრემიერ-მინისტრის მისამართს უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცებს მისცემს.

ზელენსკიმ Gripen-ისა და Rafale-ის თვითმფრინავებისთვის წინასწარი გადახდის აუცილებლობაზე ისაუბრა.

"ვიმედოვნებთ, რომ ევროკავშირში ერთი ადამიანი არ დაბლოკავს 90 მილიარდს ან 90 მილიარდის პირველ ტრანშს და უკრაინელ ჯარისკაცებს იარაღი ექნებათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ ადამიანის მისამართს ჩვენს შეიარაღებულ ძალებს, ჩვენ ბიჭებს მივცემთ. დაურეკონ და მის ენაზე დაელაპარაკონ“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც უკრაინას 2026-2027 წლებისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხი გამოეყო. ეს თანხები ომის დროს ქვეყნის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად არის განკუთვნილი. თუმცა, უნგრეთმა დაფინანსება დაბლოკა, ბუდაპეშტმა  ულტიმატუმი წაუყენა: სესხი მხოლოდ მას შემდეგ დამტკიცდება, რაც უკრაინა რუსული ნავთობის ტრანზიტს "დრუჟბას" მილსადენით განაახლებს. საპასუხოდ, ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიო კოსტამ უნგრეთს მოუწოდა, შეწყვიტოს შანტაჟი და შეასრულოს ევროკავშირის ერთობლივი გადაწყვეტილება კიევის დახმარების შესახებ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები