Logo

ზელენსკი – ზამთარი განსაზღვრავს ჩვენს მომავალს

უკრაინა
1213
Frontnews image description

ზამთარი განსაზღვრავს უკრაინის მომავალს და ის მზად უნდა იყოს ამ პერიოდის გასავლელად, ერთიანობის შენარჩუნებით, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა.

 

მისი თქმით, უკრაინის მთელი ტერიტორიის განთავისუფლების გზა დღითიდღე უფრო ნათელი ხდება.

 

“ჩვენ ვხედავთ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და ჩვენი ხალხის გრძელვადიანი უსაფრთხოების კონტურებს. ჩვენ ვიცით, რომ სავსებით შესაძლებელია ამ გზით წასვლა”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

 

თუმცა, მისივე თქმით, ამ გზაზე არის გარკვეული ეტაპები, რომელთა გვერდის ავლა შეუძლებელია.

 

“ეს არის გზა ხარკოვის ოლქიდან, სადაც ახლა უკვე თვეების განმავლობაში ოკუპაციაში მყოფი ადამიანები ბედნიერების ცრემლებით ესალმებიან უკრაინელ ჯარისკაცებს… გზა ჩვენი ქალაქებისა და სოფლებისკენ, რომლებიც ჯერ კიდევ ელოდებიან უკრაინის დროშის დაბრუნებას, რაც ნიშნავს თავისუფლებისა და უსაფრთხოების დაბრუნებას. ჩვენ არ შეგვიძლია შეჩერება”, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

მისივე თქმით, რუსეთი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ზამთრის პერიოდში უკრაინის, ევროპისა და მთელი მსოფლიოს წინააღმდეგობა გატეხოს.

 

“ეს არის მისი ბოლო არგუმენტი და ჩვენ მზად უნდა ვიყოთ – არ გავტყდეთ, არ დავშორდეთ, გზას არ გადავუხვიოთ. წინ 90 დღეა, რომელიც გადაწყვეტს ჩვენი დამოუკიდებლობის 30 წელზე მეტს. 90 დღე, რომელიც გადაწყვეტს ევროკავშირის არსებობის ყველა წელზე მეტს. ეს ზამთარი განსაზღვრავს ჩვენს მომავალს”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

Advertisement