Logo

ზელენსკიმ დასავლეთის ლიდერებს მოუწოდა, მხარი დაუჭირონ უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებით

უკრაინა
592
Frontnews image description

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დასავლეთის ლიდერებს მოუწოდა, გაზარდონ საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდება უკრაინისთვის. 

 

უკრაინის პრეზიდენტმა ლატვიაში შეკრებილ გაერთიანებულ საექსპედიციო ძალებს (JEF) მიმართა.

 

მისი თქმით,  რუსულმა აგრესიამ მარცხი უნდა განიცადოს დაეს უნდა მოხდეს რაც შეიძლება სწრაფად. 

 

ზელენსკიმ დასავლეთს მოუწოდა, ყველაფერი გააკეთონ რუსების დამარცხების დასაჩქარებლად.

 

“ნება მომეცით გთხოვოთ, გაზარდოთ ჩვენი ქვეყნის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდების შესაძლებლობა… უკრაინის 100%-იანი საჰაერო ფარი, ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ნაბიჯი რუსული აგრესიის წინააღმდეგ და ეს ნაბიჯია ახლა საჭირო.

 

ზამთარი ახლა კრიტიკული დროა. დრო, როდესაც შეიძლება მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება, რომლის შედეგებიც გაზაფხულზე იქნება ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და იმის უზრუნველყოფა, რომ რუსული რევანშიზმი აღარასოდეს გადაკვეთს უკრაინის და შესაბამისად, ევროპის საზღვრებს“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. 

Advertisement