ზელენსკიმ ხუთი ოლქის ხელმძღვანელების გათავისუფლების ბრძანებებს ხელი მოაწერა


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხუთი ოლქის ხელმძღვანელები თანამდებობებიდან გაათავისუფლა. მან შესაბამის განკარგულებებს ხელი უკვე მოაწერა.
თანამდებობიდან გათავისუფლებული არიან შემდეგი რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციების ხელმძღვანელები:
კიევის – ოლექსი კულება
დნეპროპეტროვსკის – ვალენტინ რეზნიჩენკო,
ზაპოროჟიეს – ალექსანდრე სტარუხი,
სუმის – დიმიტრი ჟივიცკი,
ხერსონი – იაროსლავ იანუშევიჩი.
დღესვე კიევის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი ოლექსი კულება პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილედ დაინიშნა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, კირილ ტიმოშენკომ, რომელიც პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილის თანამდებობიდან გაათავისუფლეს, ხერსონის რეგიონალური სამხედრო ოლქის უფროსის პოსტი დაიკავოს.
თაგები:
ვლადიმერ ზელენსკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს