ზელენსკიმ კიევის ერთ-ერთ საავადმყოფოში დაჭრილი სამხედროები მოინახულა და დააჯილდოვა


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ერთ-ერთ საავადმყოფოში დაჭრილი სამხედროები მოინახულა.
“რვა წელი და უკვე 286 დღე უკრაინის შეიარაღებული ძალები იცავენ ჩვენს მშვენიერ სახელმწიფოს ოკუპანტისგან, რუსეთის აგრესიისგან. ათასობით უკრაინელმა სიცოცხლე გაწირა, რომ დადგეს დღე, როდესაც ჩვენს მიწაზე არ იქნება არც ერთი ოკუპანტი, როდესაც ჩვენი ყველა მოქალაქე კვლავ იქნება თავისუფალი. წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ ყველას ხსოვნას, ვინც დაიღუპა ბრძოლის ველზე ჩვენი სახელმწიფოსთვის, უკრაინისთვის, ვისი სიცოცხლეც გახდა უკრაინის სიმამაცის გმირული ისტორიის ნაწილი.
ჩემთვის პატივია, მთელი დღე ჩვენს დამცველებთან გავატარო. დილით ვიმყოფებოდი დონეცკის ოლქში, მადლობა გადავუხადე მებრძოლებს, რომლებიც ჩვენს სახელმწიფოს ყველაზე საშიშ და საპასუხისმგებლო მიმართულებებზე იცავენ. ვიმყოფებოდი ხარკოვის ოლქში, მადლობა გადავუხადე ექიმებს, რომლებიც უდრეკი მებრძოლების სიცოცხლის გადასარჩენად მუშაობენ.
ჩვენ სახლში რუსეთის ტყვეობიდან კიდევ 60 მებრძოლის დაბრუნება შევძელით. გავაგრძელებთ ჩვენების დაბრუნებას და ყველას გავათავისუფლებთ.
როდესაც სახელმწიფოში შეიარაღებული ძალების დღე, თავისი მნიშვნელობით, მადლიერების დღესასწაულია, დარწმუნებული ვარ, ასეთი სახელმწიფოს დამარცხება და დაშლა შეუძლებელია“, – განაცხადა ზელენსკიმ.
<iframe src=”https://www.facebook.com/plugins/video.php?height=314&href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fzelenskiy.official%2Fvideos%2F5178143502285338%2F&show_text=false&width=560&t=0″ width=”560″ height=”314″ style=”border:none;overflow:hidden” scrolling=”no” frameborder=”0″ allowfullscreen=”true” allow=”autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share” allowFullScreen=”true”></iframe>
თაგები:
ვლადიმერ ზელენსკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს