ზელენსკიმ ოკუპანტების ტყვეობიდან გათავისუფლებული მელიტოპოლის მერი დააჯილდოვა


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ მელიტოპოლის მერი ივან ფიოდოროვი მესამე ხარისხის ორდენით – „მამაცობისთვის“ დააჯილდოვა.
როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, უკრაინა თავისიანებს გასაჭირში არ ტოვებს.
უკრაინის პრეზიდენტმა მელიტოპოლის მერს მალე გამოჯანმრთელება და სამსახურში დაბრუნება უსურვა. ამასთან, გამოთქვა რწმენა, რომ მელიტოპოლის ოკუპაცია დროებითია და ქალაქის თავზე მალე კვლავ უკრაინის დროშა აღიმართება.
ივან ფიოდოროვი რუსმა ოკუპანტებმა 11 მარტს მას შემდეგ გაიტაცეს, რაც მან აგრესორებთან თანამშრომლებზე უარი განაცხადა. რუსები მას „ტერორიზმის მხარდაჭერაში“ ადანაშაულებდნენ.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს