Logo

ზელენსკიმ რუს ჟურნალისტ ნევზოროვს უკრაინის მოქალაქეობა მიანიჭა

უკრაინა
818
Frontnews image description

რუს ჟურნალისტ ალექსანდრე ნევზოროვსა და მის მეუღლეს ლიდიას უკრაინის მოქალაქეობა მიენიჭა, შესაბამის განკარგულებას ხელი უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ მოაწერა, – ამის შესახებ ტელეგრამში უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი ანტონ გერაშენკო წერს.

 

“ალექსანდრე ნევზოროვს და მის მეუღლეს ლიდია ნევზოროვას პრეზიდენტ ზელენსკის ბრძანებულებით მიენიჭათ უკრაინის მოქალაქეობა ჩვენი ქვეყნის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისთვის“, – წერს ის.

 

რუსეთში ნევზოროვის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული უკრაინის ომთან დაკავშირებით თითქოსდა გაყალბებული ინფორმაციების გავრცელების გამო.

Advertisement