Logo

ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები შემოიღო

უკრაინა
1554
Frontnews image description

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავისი განკარგულებებით ამოქმედდა ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილება რუსეთის, შვეიცარიის, ირანის და მალის რესუბლიკის მოქალაქეების წინააღმდეგ პირადი სპეციალური ეკონომიკური და სხვა შემზღუდავი ზომების გამოყენების შესახებ. ისინი ეხება 40 ფიზიკურ და 382 იურიდიულ პირს.

 

მალის რამდენიმე მოქალაქის წინააღმდეგ სანქციები მიმდინარე წლის 31 აგვისტომდე იმოქმედებს და ითვალისწინებს აქტივების ბლოკირებას, ტრანზიტის შეჩერებას და ვიზების გაცემას, ხოლო სხვა სანქცირებულ პირებს – სანქციები დაუწესდათ 10 წლით.

 

სანქციების სიაში რუსი ოლიგარქის და ფედერაციის საბჭოს წევრის სულეიმან ქერიმოვის ოჯახის წევრები არიან.

 

შეზღუდვები ასევე ეხება ივან პოტანინს, რუსი ოლიგარქის ვლადიმერ პოტანინის შვილს და რუსეთისა და მსოფლიო ჩემპიონატების მრავალგზის ჩემპიონს, ბიზნესმენ და ინვესტორ მურატ ალიევსა და Constellation Advisors Ltd-ის მფლობელ ნარიმან გაჯიევს.

Advertisement