Logo

ზელენსკის მოლაპარაკებების მაგიდასთან კიდევ ერთი ლიდერის ნახვა სურს

უკრაინა
1 დღის წინ / 00:28
218
Frontnews image description

უკრაინა მხარს უჭერს სამშვიდობო შეთანხმების საკითხზე ოთხმხრივი შეხვედრის შესაძლებლობას უკრაინის, რუსეთის, თურქეთისა და აშშ-ის ლიდერების მონაწილეობით, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

"ახლახან კარგი და ძალიან შინაარსიანი საუბარი მქონდა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან. მადლობა გადავუხადე პირადად მას და მთელ თურქეთს ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერის პრინციპული პოზიციისთვის“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

ზელენსკის თქმით, მან და ერდოღანმა განიხილეს უკრაინისა და რუსეთის პირველი შეხვედრა სტამბოლში.

"ტყვეების გაცვლა მისი მნიშვნელოვანი მიღწევაა, მაგრამ, სამწუხაროდ, ერთადერთი. მშვიდობისკენ შემდგომი პროგრესისთვის აუცილებელია ცეცხლის შეწყვეტა. უნდა შევაჩეროთ ადამიანების მკვლელობები“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ამავდროულად, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მან და თურქეთის ლიდერმა განიხილეს სტამბოლში შესაძლო შემდეგი შეხვედრა და ის პირობები, რომელთა შემთხვევაშიც უკრაინა მზადაა მასში მონაწილეობა მიიღოს.

"ჩვენ ვიზიარებთ შეხედულებას, რომ ეს შეხვედრა ცარიელი ვერ და არ უნდა იყოს. ასევე განვიხილეთ ოთხმხრივი შეხვედრის ორგანიზების შესაძლებლობა უკრაინის, რუსეთის, თურქეთისა და შეერთებული შტატების ლიდერების დონეზე“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, საუბრის დროს განიხილეს თურქეთის მონაწილეობა უკრაინა-სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სამიტში.

"მადლობა იმ ნაბიჯებისა და იდეებისთვის, რომლებსაც შეუძლიათ საჭირო შედეგის მოტანა“, - აღნიშნა მან.

Advertisement