ზესტაფონის მერობის კანდიდატი მეორე სვირის მოსახლეობას შეხვდა


ავტორი
Front News საქართველო
“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ზესტაფონის მერობის კანდიდატი ვასილ გველესიანი, საკრებულოს თავმჯდომარე ვახტანგ ღამბაშიძესთან და დეპუტატობის კანდიდატ ბადრი წაქაძესთან ერთად მეორე სვირის მოსახლეობას შეხვდა.
მერობის კანდიდატმა ადგილობრივებს სამომავლო გეგმები გააცნო და მათი მოთხოვნები მოისმინა.
“დღეს სოფელ მეორე სვირის მოსახლეობას საკრებულოს თავმჯდომარე ვახტანგ ღამბაშიძესთან და მაჟორიტარობის კანდიდატ ბადრი წაქაძესთან ერთად შევხვდი და სოფელში არსებულ საჭიროებებზე ვისაუბრეთ.
ამ სოფელში საგზაო ინფრასტრუქტურა სრულადაა მოწესრიგებული, დამონტაჟებულია გარე განათებები, მოგვარებულია გაზიფიცირების პრობლემა. მეორე სვირში დაგეგმილია მონუმენტის რეაბილიტაცია, სადაც მოეწყობა მინი სკვერი, ეს პროექტი მოსახლეობის მოთხოვნით ხორციელდება.
მე და ჩემი გუნდი მაქსიმალურად ვეცდებით, რომ მოვაგვაროთ დარჩენილი პრობლემები და ვიზრუნოთ თითოეული ჩვენი ქვეყნის მოქალაქის კეთილდღეობაზე”, – განაცხადა ვასილ გველესიანმა.
თაგები:
ზესტაფონი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს