ზესტაფონში მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების შეჯახების შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა
შემთხვევა
1552

ავტორი
Front News საქართველო
ზესტაფონში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. სოფელ სვირთან მსუბუქი ავტომობილი სატვირთო ავტომობილს შეეჯახა.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილია მსუბუქ ავტომობილში მყოფი ხუთივე მგზავრი.
ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.
მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო.





