
ავტორი
Front News საქართველო
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჟან-ნოელ ბაროს თქმით, პარიზს სჭირდება პირდაპირი დიალოგი რუსეთთან.
ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანგულ მედიასთან ინტერვიუში ისაუბრა.
"ევროპელებს, რომლებიც დღეს არიან უკრაინის მთავარი ფინანსური და სამხედრო სპონსორები, უნდა ჰქონდეთ არხი საკუთარი ინტერესების დასაცავად, პასუხისმგებლობის სხვებისთვის დელეგირების გარეშე“, – განაცხადა ბარომ.
საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტის ქმედებები ამჟამად არ მიუთითებს, რომ პუტინს სურს მშვიდობა.
ამ კონტექსტში ბარომ ახსენა რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე მიტანილი ბოლო იერიშები. ფრანგი დიპლომატის განცხადებით, ამ ფონზე უკრაინას შეუძლია, ევროპის მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს.
"დღეს უკრაინაში ფინანსური დახმარების 100% ევროპიდან მიდის. დაზვერვისა და სამხედრო მხარდაჭერის ძირითადი ნაწილი ასევე ევროპიდან მიდის. უკრაინამ იცის, რომ შეუძლია, ევროპელების ურყევ მხარდაჭერას დაეყრდნოს“, – განაცხადა ჟან-ნოელ ბარომ.
თაგები:
ჟან-ნოელ ბარო
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს