
ავტორი
Front News საქართველო
ევროპა არის კონტინენტი, რომელმაც წინააღმდეგობა გაუწია რუსეთის სრულმასშტაბიან შემოჭრას, ქვეყნის, რომელიც მსოფლიოს უდიდეს სამხედრო ძალად მიიჩნეოდა და რომელმაც ვერ მიაღწია თავის მიზნებს“, – ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ნოელ ბარომ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ევროპამ ზოგიერთი ბრძოლა წააგო, მაგრამ არ წაუგია ომი, მათ შორის არც ტექნოლოგიური ომი.
„შეხედეთ, ევროპის გარეთ მყოფ ხალხს, რამდენად ძლიერია მათი სურვილი ევროპისადმი. უკრაინელები კვლავ განაგრძობენ გმირულ წინააღმდეგობის ომს რუსეთის წინააღმდეგ, ეს ყველაფერი მაიდანზე დაიწყო ევროპული დროშით ხელში. და ვინ დაიკავა დღეს მათი ადგილი? ეს არის ქართველი ხალხი, რომელიც ყოველ ღამე ეწინააღმდეგება მთავრობას, რომელიც ცდილობს მათ ევროპული მომავლისგან ჩამოშორებას. ისინი აფრიალებენ ევროპულ დროშას, მღერიან ევროპულ ჰიმნს, რადგან ხედავენ, ევროპა არის დემოკრატია, თავისუფლება და ზესახელმწიფო, რომელსაც შეუძლია, დაიცვას ისინი, როდესაც ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე უფრო შორს წავლენ“, – განაცხადა ჟან-ნოელ ბარომ.
თაგები:
ჟან-ნოელ ბარო
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს