Logo

ჟენევაში ენტონი ბლინკენისა და სერგეი ლავროვის მოლაპარაკებები გაიმართება

მსოფლიო
21.01.2022 / 10:13
995
Frontnews image description

ჟენევაში დღეს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის მოლაპარაკებები გაიმართება. 

 

შეხვედრაზე მთავარი განსახილველი საკითხი რუსეთის მიერ უსაფრთხების გარანტიებთან დაკავშირებული წინადადებები იქნება.

 

როგორც ცნობილია, რუსეთი ითხოვს გარანტიას, რომ ნატო აღარ გაფართოვდება და ალიანსი შეწყვეტს შეიარაღების განლაგებას რუსეთის საზღვრების სიახლოვეს.

 

აშშ-ში განაცხადეს, რომ არ აპირებენ ფუნდამენტურ საკითხებზე მოლაპარაკებას და ყველა ქვეყნის უფლება, თავად აირჩიოს ალიანსი, არ გადაიხედება, თუმცა ვაშინგტონში ამბობენ, რომ მზად არიან, მოკავშირეებთან შეთანხმებით, რუსეთთან სხვა საკითხებზე დიალოგი გააგრძელონ.

Advertisement