ჟენევაში მოლაპარაკებების 52-ე რაუნდი იმართება


ავტორი
Front News საქართველო
ჟენევაში მოლაპარაკებების 52-ე რაუნდი მიმდინარეობს. ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონოდ დაკავებულების გათავისუფლება, მათ შორის ზაზა გახელაძის საქმე, 2008 წელს გაფორმებული ექვსპუნქტიანი შეთანხმების შესრულება, ჰუმანიტარული კრიზისი, კოვიდპანდემიის გამო გაუარესებული მდგომარეობა და ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დარღვევის უხეში ფაქტები – ეს არის განხილვის მთავარი თემები.
მოლაპარაკებები პირველად ტარდება მას შემდეგ, რაც ევროპულმა სასამართლომ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება, რომელშიც წერია, რომ რუსეთი არის ეფექტიანი კონტროლის განმახორციელებელი ძალა ორივე ოკუპირებულ ტერიტორიაზე.
საქართველო კიდევ ერთხელ მოუწოდებს რუსეთს, აღებული ვალდებულებები შეასრულოს.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს