“ჟიგიმანტას პავილიონისის განცხადებები აბსოლუტურად არაფერს ნიშნავს ჩემთვის და ჩვენი მთავრობისთვის”


ავტორი
Front News საქართველო
ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ჟიგიმანტას პავილიონისის განცხადებები აბსოლუტურად არაფერს ნიშნავს პირადად ჩემთვის და ჩვენი გუნდისთვის, ჩვენი მთავრობისთვის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა განცახადა.
"რა თქმა უნდა, ყოვლად მიუღებელი და აღმაშფოთებელია ჩვენი მეგობარი ქვეყნის "ნაცმოძრაობასთან" პირდაპირ დაკავშირებული პარლამენტის ერთ-ერთი კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებები. მე მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის ყოვლად მიუღებელი სუვერენული, თავმოყვარე ქვეყნისთვის. მე მოვუწოდებ ამ ადამიანს და მის მეგობრებს ნაცმოძრაობიდან, რომ მაქსიმალურად მოკლე ვადაში დაამთავრონ ასეთი განცხადებები. ჩვენ ვართ, რა თქმა უნდა, სტუმართმოყვარე ქვეყანა, მაგრამ სტუმრების ასეთი განცხადებები ყოვლად მიუღებელია ჩვენთვის. აბსოლუტურად არაფერს ნიშნავს ამ ადამიანის განცხადებები პირადად ჩემთვის და ჩვენი გუნდისთვის, ჩვენი მთავრობისთვის", – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
3-დღიანი ვიზიტის განმავლობაში პავილიონისმა არაერთხელ განაცხადა, რომ არსებული კრიზისის განსამუხტად აუცილებელია დიალოგი. მისი თქმით, უნდა შეწყდეს რეპრესიები, პოლიტიკური დევნა, სასამართლოში მიმდინარე საქმეები პოლიტიკური ლიდერების მიმართ, იმისთვის, რომ საქართველო დასავლური ოჯახის – ევროკავშირის და ნატოს წევრი გახდეს.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს