ჟინვალში ავარიის შედეგად დედა და მისი 12 წლის შვილი დაიღუპნენ


ავტორი
Front News საქართველო
ავარიას ჟინვალში დედა-შვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, მიკროავტობუსი 70 მეტრის სიმაღლიდან ხევში გადავარდა.
ავარიის შედეგად დედა და მისი 12 წლის შვილი ადგილზე დაიღუპნენ.
გარდაცვლილი დედა-შვილი უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან.
მიკროავტობუსის მძღოლის თქმით, მას საპირისპირო მხრიდან მოძრავი ავტომობილი დაეჯახა, რომელსაც არსებული ინფორმაციით, ნასვამი მძღოლი მართავდა.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 6 ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ყველა მათგანი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს