Logo

ჟურნალისტი ელისო ჯარიაშვილი პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს

სამართალი
266
Frontnews image description

"ფორმულას" გადაცემაში "ნამდვილი ამბავი ელისო ჯარიაშვილთან" გასული საგამოძიებო სიუჟეტის შემდეგ ჟურნალისტი ელისო ჯარიაშვილი პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს. ჟურნალისტი გამოკითხვაზე 20:00 თბილისის პროკურატურაში მივა.

"საგამოძიებო რეპორტაჟის შემდეგ დამიკავშირდნენ პროკურატურიდან, დამიბარეს გამოკითხვაზე. მიუხედავად იმისა, რომ ამის სამართლებრივი აუცილებლობა არ არის, რადგან გურამ როგავაზე შესაძლო თავდამსხმელის ვინაობა მათთვის უკვე ცნობილია და შესაბამისად შეუძლიათ საგამოძიებო მოქმედების ჩატარება, მე დღესვე მაინც მივალ და სახელს და გვარს ადგილზეც გავუმეორებ, თუ ამ ფორმალობას მათთვის მნიშვნელობა აქვს“ - წერს ჟურნალისტი ელისო ჯარიაშვილი სოციალურ ქსელში.

"ფორმულას" გადაცემა „ნამდვილი ამბავი ელისო ჯარიაშვილთან” მიერ ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიებით, წელიწად-ნახევრის შემდეგ გურამ როგავაზე სავარაუდო თავდამსხმელის ვინაობა დადგენილია. სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით ირკვევა, რომ პირი, რომელიც პროფესიული მოვალეობის შესრულებისას ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი იყო. კერძოდ, ის ირიცხებოდა მართლწესრიგისა და მასობრივი ღონისძიებების უსაფრთხოების დაცვის მთავარ სამმართველოში და იმ ე.წ. "დამრბევთა“ დანაყოფის წევრი იყო, რომელიც აქციებზე მოქალაქეების წინააღმდეგ განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები