Logo

ჟურნალისტი მარინა ოვსიანიკოვა რუსულმა სასამართლომ 30 000 რუბლით დააჯარიმა

მსოფლიო
1248
Frontnews image description

სასამართლომ რუს ჟურნალისტს, რომელმაც პირდაპირ ეთერში ომის საწინააღმდეგო პლაკატი გაშალა, ჯარიმის სახით 30 000 რუბლის გადახდა დააკისრა.

 

ოვსიანიკოვა არა ომის საწინააღმდეგო პლაკატის პირდაპირ ეთერში ჩვენების, არამედ იმ ვიდეოს გამო დააჯარიმეს, რომელიც მან სოციალური ქსელებით გაავრცელა და რომელშიც ის უკრაინასთან ომის გამო სრულ პასუხისმგებლობას პირადად პუტინს აკისრებს.

 

ოვსიანიკოვას მიმართ ასევე მიმდინარეობს მოკვლევა სისხლის სამართლის კოდექსის ახალი მუხლით, რომელიც „რუსი სამხედროების წინააღმდეგ განზრახ მცდარი ინფორმაციის საჯაროდ გავრცელებას“ ეხება.

Advertisement