ჟურნალისტი, რომელიც რუსეთის პირველი არხის გადაცემაში ომის საწინააღმდეგო მოწოდებებით გამოჩნდა, დააკავეს


ავტორი
Front News საქართველო
მარინა ოვსიანიკოვა, რომელიც რუსეთის პირველი არხის საინფორმაციო გამოშვება „ვრემიას“ დროს სტუდიაში პლაკატით „არა ომს“ გამოჩნდა, დააკავეს.
პლაკატზე შემდეგი შინაარსის წარწერა იყო – „არა ომს, შეაჩერეთ ომი, არ დაუჯეროთ პროპაგანდას, აქ თქვენ გატყუებენ. რუსები ომის წინააღმდეგ.
მარინა ოვსიანიკოვამ, რომელიც პირველი არხის ერთ-ერთი რედაქტორი იყო, ეთერში გამოჩენამდე ვიდეომიმართვა ჩაწერა, რომელშიც ამბობს, რომ ის, რაც ახლა უკრაინაში ხდება დანაშაულია.
“რუსეთი აგრესორია და ამ აგრესიაზე პასუხისმგებლობა ერთი ადამიანი სინდისზე, ეს ადამიანი ვლადიმერ პუტინია“, – აცხადებს ის.
თაგები:
რუსეთი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა