Logo

ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფციის განხილვები გრძელდება

პოლიტიკა
168
Frontnews image description

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მასწავლებლებთან, მშობლებსა და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებთან ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფციის ძირითადი მიმართულებები განიხილა.

როგორც გივი მიქანაძემ აღნიშნა, რეფორმის განხორციელებაში გამორჩეული როლი მიუძღვით პედაგოგებს, შესაბამისად,  მათი ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მონაწილეებმა მათთვის აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით მინისტრისგან მიიღეს დეტალური ინფორმაცია. სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებმა გივი მიქანაძეს რეფორმის კონცეფციასთან დაკავშირებით პოზიციები და მოსაზრებებიც გაუზიარეს.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლევან ღირსიაშვილმა, სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი ურუშაძემ, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა პარმენ მარგველიძემ, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა ქევანიშვილმა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ზვიად მხეიძემ.

 

 

 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები