Logo

“ზოგი იძახის შევალ, ზოგი იძახის არ შევალ პარლამენტში, ვინ ხარ? რას გვამადლი?”

საზოგადოება
1187
Frontnews image description

თუ უფალი ინებებს, არჩევნები ვადამდე ჩატარდება, თუ არ ინებებს, რაც არ უნდა წამოწვე კარვებში და ქუჩაში, მაგითაც არაფერი მოხდება, – ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.

"ზოგი იძახის შევალ, ზოგი იძახის არ შევალ პარლამენტში. ვინ ხარ? რას გვამადლი? ყველა გეუბნება, რომ არ გვინდოდეს არ გავიდოდით? მაგრამ ვის გინდა გახვიდე და გვერდში დაუდგე. კარვებით და იმით რამეს დაამარცხებ? მთელი მსოფლიო გეუბნება მიდით, გააკეთეთ ისე. კულტურული ერი ვითომ ხომ ვართ? გააკეთეთ ისე, თუ გინდათ ჩვენთან ურთიერთობა…

პარლამენტის წესით მოახდინე ცვლილებები. თუ უფალი ინებებს, არჩევნები ვადამდე ჩატარდება, თუ არ ინებებს, რაც არ უნდა წამოწვე კარვებში და ქუჩაში, მაგითაც არაფერი მოხდება", – განაცხადა ბოდბელი ეპისკოპოსმა.

თაგები:

Advertisement