ზუგდიდი-თბილისის მატარებლის მეოთხე ვაგონი ლიანდაგიდან გადავიდა


ავტორი
Front News საქართველო
ხაშური-ზესტაფონის მონაკვეთზე, სოფელ მარელისთან ზუგდიდიდან-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებლის მეოთხე ვაგონი ლიანდაგს აცდა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.
მათივე ცნობით, კომპანიამ დამატებითი მატარებელი მარელისში უკვე გაგზავნა.
„ხაშური-ზესტაფონის მონაკვეთზე, სოფელ მარელისთან ზუგდიდიდან-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებლის მეოთხე ვაგონი ჯერ დაუზუსტებელი მიზეზების გამო, ლიანდაგს აცდა ორი გორგოწყვილით. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ამ ეტაპზე კომპანიის მთავარი საზრუნავი მგზავრების უსაფრთხოება და მათი სხვა მატარებელში გადაყვანაა.
კომპანიამ დამატებითი მატარებელი მარელისში უკვე გაგზავნა. საქართველოს რკინიგზა წუხს მომხდარის გამო და შექმნილი დისკომფორტისა და დაგვიანებისთვის მგზავრებს ბოდიშს უხდის. პარალელურად, მიმდინარეობს შემთხვევის მოკვლევა და მიზეზების დადგენა“,- აღნიშნულია რკინიგზის განცხადებაში.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს