
ავტორი
Front News საქართველო
ზუგდიდში, დევნილთა დასახლებაში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა დავით კოდუამ, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის კონსულტანტ მამუკა ცოტნიაშვილთან და ბიზნესმენ ზაალ წულუკიძესთან ერთად, დევნილ ოჯახებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა და სააღდგომო საჩუქრები გადასცა.
დღესვე, ე.წ. სააფთიაქოს დასახლებაში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს ეტლი გადასცეს.
"განსაკუთრებული ზრუნვის საჭიროების მქონე, როგორც ადგილობრივი, ასევე დევნილი მოსახლეობის მიმართ ჩვენ მხარდაჭერა მუდმივად გვექნება. საუბარია, როგორც პროგრამებსა და სერვისებზე, ასევე სადღესასწაულო დღეებში ამ ადამიანების თანადგომაზე”, - განაცხადა დავით კოდუამ.
დღესვე, ზუგდიდის მერიამ მძიმე სოციალურ პირობებში მცხოვრებ 550 ოჯახს სააღდგომო ნობათი გადასცა.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს