ზუგდიდის მერმა მამუკა წოწერიამ წარმატებული სპორტსმენები დააჯილდოვა


ავტორი
Front News საქართველო
დამოუკიდებლობის დღის ღონისძიებების ფარგლებში, ზუგდიდის მერმა მამუკა წოწერიამ, წარმატებული სპორტსმენები დააჯილდოვა. სპორტსმენებმა ზუგდიდის მერიისგან, ფულადი ჯილდო და მადლობის სიგელები მიიღეს.
ღონისძიებას სპორტსმენებთან და მათი ოჯახის წევრებთან ერთად სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, ზუგდიდის დელეგატი, მუნიციპალიტეტის მერი, განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილეები და აფხაზეთის მთავრობის მინისტრთა კაბინეტის წევრები ესწრებოდნენ.
2024 წლის განმავლობაში მიღწეული შედეგებით, ზუგდიდს 98 წარმატებული სპორტსმენი ჰყავს.
ზუგდიდელმა სპორტსმენებმა მსოფლიო ჩემპიონატებზე 6 ოქროს, 2 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული შედეგებით ზუგდიდელმა სპორტსმენებმა 12 ოქროს, 9 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
ზუგდიდის მერიამ სპორტსმენებთან ერთად ფულადი ჯილდო მათ მწვრთნელებსაც გადასცა.
თაგები:
ზუგდიდი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს