
ავტორი
Front News საქართველო
ზუგდიდის საკრებულოს პირველი სხდომა ხმაურის და აქციის ფონზე მიმდინარეობს. აქციას „ნაციონალური მოძრაობა“ მართავს, ისინი ხმაურიანი მსვლელობით მივიდნენ საკრებულოსთან.
მათი განცხადებით, ზუგდიდში „ქართული ოცნებამ“ პოლიტიკური კრიზისი თავად შექმნა ადგილობრივების არჩევანის წართმევით და ახლა მას მშვიდად მუშაობის უფლებას არ მისცემენ.
აქციის წევრები მმართველ პარტიას ასევე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პარტიული ინტესებებისადმი დაქვემდებარებაში ადანაშაულებენ.
მათი განცხადებით, ზუდიდის 46 მილიონიანი ბიუჯეტიდან, რომელიც წინა საკრებულომ უკვე დაამტკიცა, 24 მილიონი ლარი მერიის და მისი ააიპების დაფინანსებისათვისაა განკუთვნილი.
“მათ ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ პოლიტიკური კრიზისი გვქონოდა. ამ პოლიტიკური კრიზისის ნაწილია ბიუჯეტი. არ მივცემთ მერს უფლებას, რომ მოსახლეობისათვის განკუთვნილი ბიუჯეტი პარტიული ინტერესებისათვის გამოიყენოს. ამისთვის მნიშვნელოვანია, რომ საკრებულო იყოს ქმედუნარიანი, მაგრამ სამწუხაროდ, ზუგდიდელებს არჩევანი წაართვეს”, – აცხადებენ აქციის მონაწილეები.
ოპოზიციის წარმომადგენლები “ქართულ ოცნებასთან” ერთად პასუხისმგებლობას ასევე გახარიას პარტიას – “საქართველოსთვის” აკისრებენ და მისგან პოზიციის დაფიქსირებას ითხოვენ.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს