ზუგდიდის სოფელ კახათში ახალი ბაღი გაიხსნა

ავტორი
Front News საქართველო
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ კახათის მეორე საბავშვო ბაღი გაიხსნა. გახსნის ცერემონიალს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, პარლამენტის წევრებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
ახალი ბაღი ყველა თანამედროვე სტანდარტს აკმაყოფილებს. მოეწყო შიდა და გარე სივრცეები, რეკრეაციული ზონები, საბავშვო ბაღი ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. ახალი საბავშვო ბაღი ტექნიკითა და ავეჯით სრულად აღჭურვილია.
კახათის N2 საბავშვო ბაღი ინფრასტრუქტურის სამინისტროს, მუნიციპალური განვითარების ფონდმა ააშენა. ასევე, მუნიციპალური განვითარების ფონდი, სრულ რეაბილიტაციას უტარებს კახათის N 1 საბავშვო ბაღსაც.
ზუგდიდში 2013 წლიდან დღემდე აშენდა 14 საბავშვო ბაღი, სხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა 27 საბავშვო ბაღს.
თაგები:
ზუგდიდი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


