Logo

ზუგდიდის ციხის ყოფილ უფროსს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

სამართალი
865
Frontnews image description

ზუგდიდის ციხის ყოფილი უფროსის ამირან ჯანაშიას საქმე ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დისტანციურად განიხილა და მას წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა. 

 

დაკავებულის ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ ბრალი უსაფუძვლოა, მას ბრალი ფალსიფიცირებული მტკიცებულებების საფუძველზე აქვს წაყენებული.  

 

მისი თქმით, სასამართლომ არ გაითვალისწინა დაცვის მხარის მოთხოვნა გირაოს შესახებ. 

 

“ამირან ჯანაშია არის უკანონო პატიმარი, მას ჩაუდეს ცეცხლსასროლი იარაღი და ედავებიან მის უკანონო ტარებას. დავუსავუთე სასამართლოს,  რომ არ არსებობდა დაკავებულის მიერ მტკიცებულებების განადგურების ან მიმალვის საფრთხე, მიუხედავად ამისა, სასამართლომ არ გაიზიარა ჩვენი მოთხოვნა და მას წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს”, – განაცხადა გოროზიამ. 

 

ოპოზიციის აქტიური წარმომადგენელი ამირან ჯანაშია 29 ოქტომბერს იმ დროს დააკავეს, როცა ის თბილისიდან სენაკის მიმართულებით გადაადგილდებოდა. 

Advertisement