ზუგდიდში 26 მაისი ღონისძიებები გურამ გაბესკირიას ბიუსტის გახსნით და დროშის აღმართვით დაიწყო


ავტორი
Front News საქართველო
ზუგდიდში, 26 მაისის ღონისძიებები ეროვნული გმირების პარკში, საქართველოს ეროვნული გმირის, სოხუმის ყოფილი მერის გურამ გაბესკირიას ბიუსტის გახსნით დაიწყო.
ეროვნული გმირების პარკში უკვე განთავსებულია მერაბ კოსტავას, ჟიული შარტავას, გენო ადამიას, მამია ალასანიას და 1924 წლის აჯანყებულთა ბიუსტები და მემორიალები.
ეროვნული გმირების ბიუსტები, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ზუგდიდის დელეგატმა, მუნიციპალიტეტის მერმა, განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილეებმა და აფხაზეთის მთავრობის მინისტრთა კაბინეტის წევრებმა გვირგვინებით შეამკეს. ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ასევე გვირგვინით შეამკეს, ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში მდებარე საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ეროვნული გმირის, ზვიად გამსახურდიას ბიუსტი.
დღესვე ეროვნული გმირების პარკში საქართველოს სახელმწიფო დროშის აღმართვის ცერემონია გაიმართა. პარკში სამომავლოდ დაგეგმილია სხვა ეროვნული გმირების ბიუსტების განთავსება.
თაგები:
ზუგდიდი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს