
ავტორი
Front News საქართველო
ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის თანამშრომლობით ზუგდიდში გულის დაავადების მქონე ბავშვებისთვის უფასო გასინჯვები მიმდინარეობს.
ექიმთა ჯგუფის ხელმძღვანელი, ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის გულის თანდაყოლილი პათოლოგიების სამსახურის ხელმძღვანელი, ბავშვთა კარდიოლოგი, ინტერვენციული კარდიოლოგი ვახტან ხელაშვილი მოზარდებს პირადად სინჯავს.
უფასო გასინჯვები 17-18 სექტემბერს ჩატარდება. გამოკვლევების შედეგად საჭიროების შემთხვევაში ბავშვები მკურნალობის კურსს ჯო ენის საუნივერსიტეტო კლინიკაში გაივლიან. სამედიცინო ჰოსპიტალი სამომავლოდ მსგავს აქციას იმერეთშიც გეგმავს.
გასინჯვების პროცესს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ნინო ვიბლიანი, ზუგდიდის მერის მოადგილესთან მაიზერ ნანავასთან ერთად გაეცნო.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა ჯო ენის ექიმთა ჯგუფს გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადეს.
“სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ცნობილ კლინიკებთან აქტიურ თანამშრომლობას აგრძელებს, რითაც რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას შესაძლებლობას აძლევს სხვადასხვა მიმართულების პროფესიონალი ექიმების ხელმისაწვდომობა ჰქონდეთ და გამოკვლევები უფასოდ ჩაიტარონ”, – აცხადებენ სამხარეო ადმინისტრაციაში.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს