Logo

ზუგდიდში, შენობიდან მუშა ჩამოვარდა და დაიღუპა

შემთხვევა
708
Frontnews image description

ზუგდიდში, კორპუსის მეხუთე სართულიდან მუშა ჩამოვარდა და დაიღუპა.

ის შენობის ფასადის მოპირკეთების სამუშაოებს ასრულებდა.

ადგილობრივების თქმით, მამაკაცი თურქეთის მოქალაქეა და მუშაობა რამდენიმე დღის წინ დაიწყო.

ცხედარი ქუთაისში, ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.

ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

თაგები:

ზუგდიდი
Advertisement