Logo

ზუგდიდში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ქალის მდგომარეობა მძიმეა

საზოგადოება
1147
Frontnews image description

ზუგდიდში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ქალის მდგომარეობა მძიმეა. ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის განცხადებით, მას შოკსაწინააღმდეგო ღონისძიებები უტარდება.

"შემოყვანილ იქნა ქალბატონი, რომელიც ამჟამად იმყოფება გადაუდებელი მედიცინის განყოფილებაში. უტარდება შოკსაწინააღმდეგო ღონისძიებები, მიმდინარეობს კვლევები და მკურნალობა. მდგომარეობა არის მძიმე, პაციენტი შოკურ მდგომარეობაშია", – განაცხადა სულხან ორჟონიამ. 

რამდენიმე საათის წინ, ზუგდიდში მატარებელი მანქანას დაეჯახა. არსებული ინფორმაციით, მოქალაქე მანქანით უშლაგბაუმო ლიანდაგზე გადადიოდა.

შსს-ს  ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

თაგები:

Advertisement