Logo

ზუგდიდში საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოებს სახელმწიფო რწმუნებული და მერი გაეცნენ

რეგიონები
121
Frontnews image description

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა და ზუგდიდის მერი დავით კოდუა, წერეთლის ქუჩის III შესახვევში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ.

მერის განცხადებით, მუნიციპალიტეტში ეტაპობრივად ხორციელდება როგორც ქალაქის, ასევე სოფლის შიდა და დამაკავშირებელი გზების რეაბილიტაცია.

"ჩვენი მთავარი მიზანია მოსახლეობისთვის უსაფრთხო, კომფორტული და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნა. ეტაპობრივად ხორციელდება, როგორც ქალაქის შიდა საუბნო გზების, ასევე სოფლების შიდა და დამაკავშირებელი გზების რეაბილიტაცია", - განაცხადა დავით კოდუამ.

წერეთლის ქუჩაზე გზასთან ერთად ეწყობა სანიაღვრე სისტემა და ეზოებში მისასვლელები.

პროექტი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ზუგდიდის მერიის თანადაფინანსებით ხორციელდება.

თაგები:

ზუგდიდი
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები