Logo

ზუგდიდში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე აღინიშნა

რეგიონები
101
Frontnews image description

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღის ფარგლებში, ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში ღონისძიება გაიმართა.

დღის განმავლობაში სხვადასხვა აქტივობები ჩატარდა. მათ შორის, სპორტული შეჯიბრებები, ხატვის მასტერკლასი, ხანდაზმულთა დღის ცენტრის ბენეფიციართა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, ბავშვთა გასართობი პროგრამა, ანიმატორებით და ზღაპრის გმირების წარმოდგენებით.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ პარტნიორი ორგანიზაციები, ზუგდიდის ამერიკული კუთხე, ცენტრი "აფხაზეთი", ზუგდიდის მერიის დაქვემდებარებაში არსებული ა(ა)იპ-ები და დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი.

მოწვეულ სტუმრებს სიტყვით ზუგდიდის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის უფროსმა ნინო სხულუხიამ მიმართა.

ღონისძიების დასასრულს ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით კონცერტი გაიმართა.

თაგები:

ზუგდიდი
Advertisement