ზუგდიდში, სოფელ ხეცერაში საგზაო ინფრასტრუქტურა ეწყობა

ავტორი
Front News საქართველო
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი დავით კოდუა, საკრებულოს წევრებთან ერთად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ხეცერის ადმინისტრაციულ ერთეულში საავტომობილო გზის მოწყობის სამუშაოებს გაეცნენ.
ხეცერაში, საკუტალიო-სამოლაშხიოს უბანში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. გზასთან ერთად ეწყობა სანიაღვრე არხები და ეზოებში მისასვლელები. პროექტი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ჯამური ღირებულება 1 758 845 ლარია. რეაბილიტირებული გზის სიგრძე 3 600 მეტრია.
ხეცერას ადმინისტრაციული ერთეულის აღნიშნულ უბანში კეთილმოწყობილი გზა არასდროს ყოფილა და მოქალაქეები გრუნტისსაფრიანი გზით სარგებლობდნენ.
თაგები:
ზუგდიდი




