ზურაბ აბაშიძე – დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნების“ წარმატება საბოლოოდ კახა კალაძის გამარჯვებით დაგვირგვინდება

ავტორი
Front News საქართველო
„ქართული ოცნების“ თბილისის საკრებულოს მთაწმინდის რაიონის გამარჯვებული კანდიდატი ზურაბ აბაშიძე სამაჟორიტარო ოფისში მოსახლეობას შეხვდა, სადაც ადგილობრივი მცხოვრებლების ინდივიდუალურ საჭიროებებს პირადად გაეცნო და მათთან ერთად ის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილა, რომლებიც თბილისის საკრებულოს ამოქმედებისთანავე კახა კალაძის გუნდისთვის პრიორიტეტული იქნება.
“ძალიან მახარებს, რომ უფრო და უფრო მეტი მოქალაქე გამოთქვამს შეხვედრის სურვილს. ადგილობრივი მცხოვრებლების აქტიურობა, ჩვენი გუნდის მიერ წინასაარჩევნო პერიოდში გაცემული დაპირებებისადმი, ნდობისა და მოლოდინების წინაპირობაა. სწორედ მოსახლეობის ასეთი მაღალი ჩართულობა მაფიქრებინებს, რომ მოქალაქეები მუნიციპალური საკითხების გადაწყვეტის კონტროლს საკუთარ ვალდებულებად თვლიან”, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
შეხვედრების ფარგლებში მთაწმინდის რაიონის გამარჯვებულმა კანდიდატმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი არჩევნებზე აქტიურობის მნიშვნელობას და მოქალაქეებს მეორე ტურში მონაწილეობისკენ მოუწოდა. როგორც ზურაბ აბაშიძემ აღნიშნა, „ქართული ოცნების“ წარმატება, მოსახლეობის მხარდაჭერით, საბოლოოდ დაგვირგვინდება კახა კალაძის გამარჯვებით და თბილისის საკრებულო ახალი შემადგენლობით, კიდევ უფრო მეტი შემართებითა და მოტივაციით გააგრძელებს ქალაქის განვითარებასა და მოსახლეობის კეთილდღეობაზე ზრუნვას.
თაგები:
ზურაბ აბაშიძე
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


