ზურაბ აბაშიძე სოლოლაკის მოსახლეობის საჭიროებებს გაეცნო


ავტორი
Front News საქართველო
მმართველი გუნდის თბილისის საკრებულოს მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზურაბ აბაშიძემ სოლოლაკის, კერძოდ, ამაღლებისა და ასათიანის ქუჩის, მცხოვრებლებთან უბნის ინფრასტრუქტურის განვითარების პერსპექტივებზე, მიმდინარე პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
თავის მხრივ, ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ზურაბ აბაშიძეს მათ საცხოვრებელ ტერიტორიაზე არსებული ვითარება და ის გამოწვევები გააცნეს, რომელთა დაძლევის გზები მაჟორიტარობის კანდიდატმა შეხვედრის მონაწილეებთან ერთად განიხილა.
ზურაბ აბაშიძემ მადლობა გადაუხადა ადგილობრივ მოსახლეობას, პანდემიის მიუხედავად, შეხვედრაში მონაწილეობისთვის და კიდევ ერთხელ მოუწოდა მათ, ჩაერთონ მასობრივი ვაქცინაციის პროცესში და მაქსიმალურად დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განსაზღვრული რეგულაციები, ვინაიდან მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი გლობალური პანდემიის დამარცხება.
ადგილობრივი თვითმმართველობის წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მაჟორიტარობის კანდიდატი მთაწმინდის მცხოვრებლების საჭიროებებს ყოველდღიურად პირადად ეცნობა. მოსახლეობასთან შეხვედრები მომავალშიც რეგულარულად გაიმართება და, საბოლოოდ, მთაწმინდის რაიონის ყველა ქუჩას მოიცავს.
თაგები:
ზურაბ აბაშიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს