Logo

ზურაბ ბატიაშვილი - რეგიონში სერიოზული საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს და ბუნებრივია, რომ აშშ-ის თვითმფრინავს სადაზვერვო ან ლოგისტიკური დანიშნულება ჰქონდეს

პოლიტიკა
65
Frontnews image description

რეგიონში სერიოზული საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს და ბუნებრივია, რომ აშშ-ის თვითმფრინავს სადაზვერვო, ან ლოგისტიკური დანიშნულება ჰქონდეს, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა ზურაბ ბატიაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ნაკლებად იყო მოსალოდნელი, რომ აღნიშნულ თვითმფრინავს საბრძოლო დანიშნულება ჰქონოდა.

"რეგიონში სერიოზული საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს და ბუნებრივია, რომ აშშ-ის თვითმფრინავს სადაზვერვო, ან ლოგისტიკური დანიშნულება ჰქონდეს. პირდაპირ საბრძოლო დანიშნულება მას არ ჰქონდა და ალბათ, ნაკლებად იყო მოსალოდნელი, რომ საბრძოლო დანიშნულება ჰქონოდა.

რაც შეეხება რუბიოს და კობახიძის საუბარს, შესაძლოა, იქ სხვადასხვა საკითხები განხილულიყო, ასევე ისიც და ალბათ, მთავარი საკითხი იქნებოდა, თუ სადაა საქართველოს ადგილი, საქართველოს ხელისუფლებას რა პოზიცია აქვს ირანთან ომის საკითხში. ეს საკითხები იქნებოდა განხილული, მით უმეტეს იმ ფონზე, როცა ვითარება მივიდა ერთგვარ გზაგასაყარზე, მხედველობაში მაქვს ის, რომ რამდენიმე საათში უნდა იყოს ტრამპის საგანგებო მიმართვა ერისადმი, სადაც სწორედ ის გადაწყდება, თუ ამ გზაგასაყარზე ირანის გარშემო როგორ უნდა წარიმართოს ვითარება", - განაცხადა ზურაბ ბატიაშვილმა. 

დღეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაახლოებით ნახევარი საათით აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების თვითმფრინავი დაეშვა. Boeing C-17 Globemaster III აეროპორტში გერმანიის ქალაქ რამშტაინში აშშ-ის სამხედრო ავიაბაზიდან ჩამოფრინდა და თბილისი მალევე დატოვა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები