Logo

ზურაბ ჯაფარიძე – არალეგიტიმური ხელისუფლების პირობებში მილიონ რამეს მოვიფიქრებ როგორ დავამხო

პოლიტიკა
944
Frontnews image description

“ოცნება” ვერ მოიპოვებს 40%-საც და და არ დანიშნავენ არჩევნებს, მაშინ გვყავს არალეგიტიმური ხელისუფლება და არალეგიტიმური ხელისუფლების პირობებში მილიონ რამეს მოვიფიქრებ, როგორ დავამხო, – ამის შესახებ “გირჩი – მეტი თავისუდფლების” ლიდერმა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა. 

 

მისივე თქმით, ჯერ არჩევნებია ჩასატარებელი და მთელი რესურსი იმისკენაა მიმართული, რომ “ოცნებამ” ლეგიტიმურობის ზღვარი ვერ გადალახოს. 

 

“რა ხდება იმის შემდეგ, თუ “ოცნება” ვერ მოიპოვებს 40% -საც კი და როგორც ივანიშვილის რუპორები ყვირიან, წერენ ხოლმე ფეისბუქზე – დავამხეთ ძმაო თუ ძალა გაქვთ. ამის შემდეგ ხო, თუ არ აკეთებენ ამას (არ ნიშნავენ არჩევნებს) მაშინ გვყავს არალეგიტიმური ხელისუფლება და არალეგიტიმური ხელისუფლების პირობებში.მე შემიძლია ჩემი განწყობა გითხრა, არ ვიცი სხვა პარტიები რა ჭკუაზე არიან, მე შემიძლია გითხრათ, რომ დავამხობ მაგათ. მილიონ რამეს მოვიფიქრებ როგორ დავამხო. ახლა თუ ჩემი მხარდამჭერები და გირჩი მობილიზებულია და მათი ინტელექტუალური რესურსი მობილიზებულია იმისკენ, თუ არჩევნებზე როგორ ავიღოთ მეტი ხმა, ეს ხალხი ჩემთან ერთან დაიწყებს ფიქრს თუ როგორ დავამხოთ და მილიონ რამეს მოვიფიქრებთ”, – განაცხადა ჯაფარიძემ. 

 

შარლ მიშელის შეთანხმების თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ მმართველი პარტია 43%-იან ზღვარს ვერ გადალახავს, 2022 წელს ქვეყანაში რიგგარეშე არჩევნები უნდა დაინიშნოს, “ოცნებამ” ეს შეთანხმება რამდენიმე თვეში ანულირებულად გამოაცხადა. ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ მმართველ გუნდს შეთანხმების შესრულება მაინც მოუწევს.

Advertisement