Logo

ზურაბ ჯაფარიძე - დაახლოებით 20-მდე პოლიციელია, რომელიც ზღაპრებს ჰყვება, რომ ვითომ დაგვინახეს მე და ვიღაცები, რომ ხალხს მოვუწოდებდით

პოლიტიკა
143
Frontnews image description

დაახლოებით 20-მდე პოლიციელის ჩვენებაა. ამის მიღმა რაც აქვთ, არის გაკეთებული ვიდეო და აუდიოჩანაწერები საჯარო შეხვედრებიდან, მე, ელენე ხოშტარია და ვაშაძე, სადაც საჯაროდ რაღაცებს ვყვებით, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მთავარი მტკიცებულება რაც აქვთ, არის დაახლოებით 20-მდე პოლიციელის ჩვენება.

"მთავარი მტკიცებულება რაც აქვთ, არის დაახლოებით 20-მდე პოლიციელის ჩვენება. „სინდისის პატიმრებისგან“ განსხვავებით, სადაც ეს პოლიციელები ვერავის ადებდნენ ხელს, ახლა გადააკეთეს ეს და დაახლოებით 20-მდე პოლიციელია, რომელიც ზღაპრებს ჰყვება, რომ ვითომ დაგვინახეს მე და ვიღაცები, ვითომ ხალხს მოვუწოდებდით - აბა, გავექანეთ ახლა და პარლამენტში შევარდით, რომ ვითომ იქით მამუკა, ბადრი და გახარია მოუწოდებდნენ, ცეცხლი წაუკიდეთ და ა.შ. ასეთი სიგიჟეები წერია. დაახლოებით 20-მდე პოლიციელის ჩვენებაა. ამის მიღმა რაც აქვთ, არის გაკეთებული ვიდეო და აუდიოჩანაწერები საჯარო შეხვედრებიდან, მე, ელენე ხოშტარია და ვაშაძე, სადაც საჯაროდ რაღაცებს ვყვებით. აქვთ ჩემი საზაფხულო ბანაკებიდან ჩანაწერებიც, რომელიც მანამდე „იმედმაც“ ატრიალა. სხვათა შორის, ჩანს იარაღიც, სადაც ჩვენ ჩვენი იდეოლოგიიდან გამომდინარე, ადამიანებს ვუხსნით, რატომ არის მნიშვნელოვანი იარაღის ტარების უფლების დაკანონება ქვეყანაში, რაც აშშ-ში, ძალიან ბევრ შტატში არსებობს. სიმძაფრისთვის ანახებენ, რომ აი, ნახეთო, რადა ყველა იარაღი, რომელიც კადრში ჩანს, არის ლეგალური ", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ. 

თბილისის საქალაქო სასამართლოში  მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის პროცესი მიმდინარეობს. სხდომას ესწრება მიხეილ სააკაშვილი, ნიკა გვარამია, ზურაბ ჯაფარიძე, გიორგი ვაშაძე და ბადრი ჯაფარიძე.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები