Logo

ზურაბ ჯაფარიძე - ერთი თქვენ იბრძვით პოლიტპატიმრების გათავისუფლებისთვის და მეორე "ქოცები“ ევროინტეგრაციისთვის

პოლიტიკა
64
Frontnews image description

ყაველაშვილის ცირკში მონაწილე პარტიები ყოველ მეორე გამოსვლას ჯონჯოლივით რომ ამატებთ, თითქოს პოლიტპატიმრების გათავისუფლებისთვისაც იბრძვით, იქნებ ბოლოში მიამატოთ ხოლმე - "ჯაფარას გარდა“, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ციხიდან გავრცელებულ წერილში წერს.

მისივე თქმით, აღნიშნული პარტიები ამით ცდილობენ, გააკეთილშობილონ თავიანთი საქციელი.

"ყაველაშვილის ცირკში მონაწილე პარტიები ყოველ მეორე გამოსვლას ჯონჯოლივით რომ ამატებთ, თითქოს პოლიტპატიმრების გათავისუფლებისთვისაც იბრძვით, იქნებ ბოლოში მიამატოთ ხოლმე - „ჯაფარას გარდა“, თორემ მგონია, რომ სიტყვის მასალად მიყენებთ და ამით ცდილობთ გააკეთილშობილოთ საკუთარი საქციელი.

ერთი თქვენ იბრძვით მაგისთვის და მეორე „ქოცები“ ევროინტეგრაციისთვის. ჩემით ნუ მოიხოცავთ, მოკლედ“, - წერს ზურაბ ჯაფარიძე.

Advertisement