ზურაბ ჯაფარიძე - ეს ხდება ყოველ დღე, ერთი და იგივე პარტიის მხრიდან, იქნებ ასე მაინც დაინახოთ, რომ სასაცილოა?!

ავტორი
Front News საქართველო
"კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ციხიდან წერილს აქვეყნებს.
"ქვეყნის ევროინტეგრაცია შეჩერებულია
- ზღართანაშვილის ქუჩაზე შუქნიშანი ისევ არ მუშაობს
- ძალიან მალე დავკარგავთ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობას
- ღობეგლეჯიაშვილის ქუჩაზე კანალიზაციის მილია დაზიანებული
- ქვეყანაში მყარდება დიქტატურა, ციხეები გაივსო პოლიტპატიმრებით
- გობეჯიშვილის აღმართზე 7 წელია არ მუშაობს შუქნიშანი
- საქართველო სულ უფრო სცილდება ცივილიზებულ სამყაროს და ბრუნდება რუსეთის წიაღში
- გრიშაშვილის ჩიხში ისევ გასკდა წყალმომარაგების მილი
- საქართველო კარგავს რეგიონული ჰაბის ფუნქციას და ამის დადასტურებაა ის, რომ რუსეთის დაკვეთით აღარ შენდება ანაკლიის პორტი
- ხუნძიკაშვილის 25-ში ისევ ნაგვის სუნი დგას და მერია არაფერს აკეთებს
- ასე თუ გაგრძელდა, საქართველო შეწყვეტს არსებობას როგორც დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო
- ჩვენ მივალთ ყველა ოჯახში და მოვაგვარებთ ყველა პრობლემას
ეს ხდება ყოველ დღე, ერთი და იგივე პარტიის მხრიდან, ერთი და იგივე არხზე.
იქნებ ასე მაინც დაინახოთ, რომ სასაცილოა?!", - წერს ჯაფარიძე.
თაგები:
ზურაბ ჯაფარიძე




