ზურაბ ჯაფარიძე - იყო ძალიან გულწრფელი საუბარი იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის ახალი ადმინისტრაციის პრიორიტეტები

ავტორი
Front News საქართველო
იყო ძალიან გულწრფელი საუბარი იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის ახალი ადმინისტრაციის პრიორიტეტები, ზოგადად გლობალურად, ისე როგორც ჩვენს რეგიონთან მიმართებით და კონკრეტულად საქართველოში, - ამის შესახებ "ოპოზიციის ალიანსის" წარმომადგენელმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, საუბარი შეეხო საქართველო-ამერიკის ურთიერთობებსაც.
"იყო ძალიან გულწრფელი საუბარი იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის ახალი ადმინისტრაციის პრიორიტეტები, ზოგადად გლობალურად, ისე როგორც ჩვენს რეგიონთან მიმართებით და კონკრეტულად საქართველოში. იყო აზრთა გაცვლა-გამოცვლა, ჩვენ როგორ წარმოგვიდგენია ამ ქვეყნის განვითარება, მათ შორის როგორი უნდა იყოს ამერიკასთან ურთიერთობა და გასაგებია, რომ არ უნდა იყოს ისეთი, როგორიც არის.
საუბარი იყო იმაზეც, რომ რა დაპირებებსაც არ უნდა იძლეოდეს დღეს "ოცნება", ვიცით, რომ მსგავს დაპირებებს გუშინაც იძლეოდნენ, რომ ამ ვიზიტზე არა და სხვა ვიზიტებზე დავლაგდებით, ეს ყველაფერი არის ტყუილები და სისულელე", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
"ოპოზიციის ალიანსის" წარმომადგენლები სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანს შეხვდნენ.
თაგები:
ზურაბ ჯაფარიძე




