ზურაბ ჯაფარიძე - ნებისმიერ ერთობას, რაც დაგვჭირდება გამარჯვებისთვის, მე ყველაფერზე ვაწერ ხელს

ავტორი
Front News საქართველო
ნებისმიერ ერთობას, რაც დაგვჭირდება გამარჯვებისთვის, მე ყველაფერზე ვაწერ ხელს, - ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ერთობაში და ერთობისთვის მთავარია საერთო სტრატეგიაზე შეჯერება.
"ერთობაში და ერთობისთვის მთავარია ის, რომ საერთო სტრატეგიაზე შევთანხმდეთ. მე რომ რაღაცას ვაკეთებ და სხვაც რომ რაღაცას აკეთებს, ამ რაღაცას რა შედეგი მოაქვს, ადამიანმა უნდა დაინახოს. მე მგონია, რომ ეს არის ქუჩაში ხალხის გამოყვანა და თუ ჩვენი, ყველას საქმე ეს იქნება და ამაზე მივმართავთ გონებას, მგონია, რომ შეუჩერებლები ვიქნებით, ამაზე რომ ვიფიქროთ და ინტელექტუალური რესურსი ამაზე რომ მივმართოთ. მარტო მაგას ვაკეთებ, რომ ხალხი გამოვიყვანოთ ქუჩაში, რადგან ამაშია ხსნა, სხვა გზა არ არსებობს და მგონია, რომ სწრაფი ტემპით წავიდეთ წინ.
ჩემი აზრით, თუ გეკითხებიან - ერთობას უჭერ თუ არა მხარსო, პასუხი უნდა იყოს, რომ ნებისმიერ ერთობას, რაც დაგვჭირდება გამარჯვებისთვის, მე ყველაფერზე ვაწერ ხელს", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
თაგები:
ზურაბ ჯაფარიძე




