Logo

ზურაბ ჯაფარიძე - საუბარი იყო, რა არის საქართველოს და აშშ-ის ინტერესები და როგორ შეიძლება ამ ინტერესების ერთობლივად გატარება

პოლიტიკა
129
Frontnews image description

საუბარი იყო, რა არის საქართველოს ინტერესები, ასევე ამ ქვეყანასა და ამ რეგიონში რა არის აშშ-ის ინტერესები და როგორ შეიძლება ამ ინტერესების ერთობლივად დამთხვევა და გატარება. ამის წინაპირობაა, რომ ქვეყანაში უნდა იყოს დემოკრატია, - ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე ოპოზიციამ მათ განუცხადა, რომ იბრძვიან ქვეყნისათვის.

“იმაზე საუბარი საერთოდ არ ყოფილა, რომ ვაშინგტონსა და “ქართულ ოცნება" შორის რაღაც ნორმალიზება მოხდეს. საუბარი იყო, რა არის საქართველოს ინტერესები, ასევე ამ ქვეყანასა და ამ რეგიონში რა არის აშშ-ის ინტერესები და როგორ შეიძლება ამ ინტერესების ერთობლივად დამთხვევა და გატარება. ამის წინაპირობაა, რომ ქვეყანაში უნდა იყოს დემოკრატია, დამოუკიდებელი სასამართლო, კანონის უზენაესობა. როცა ლაპარაკია აშშ-ის ინტერესებზე, ამ ადმინისტრაციის პირობებში მეტწილად საუბარია აშშ-ის ეკონომიკურ ინტერესებზე, ამას სწორედ დამოუკიდებელი სასამართლო და კანონის უზენაესობა სჭირდება, რაც ლიბერალური დემოკრატიის საფუძვლებია და რაც არ გვაქვს. ჩვენი გზავნილიც ეს იყო, რომ ჩვენც ამისთვის ვიბრძვით“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ოპოზიციის ალიანსის წევრები აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციას შეხვდნენ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები