Logo

ზურაბ ჯაფარიძემ ბარი – “ჯაფარასთან” გახსნა

საზოგადოება
350
Frontnews image description

"გირჩი მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ბარი „ჯაფარასთან“ გახსნა.

როგორც ზურაბ ჯაფარიძე აღნიშნავს, ბარის გახსნა არის პოლიტიკური დაუმორჩილებლობის აქტი, რომლის მიზანი კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების გაუქმებაა.

„ეს არის პოლიტიკური დაუმორჩილებლობის აქტი. ვიცით, რომ ქვეყანაში მოქმედებს უამრავი შეზღუდვა, მათ შორის არის კომენდანტის საათი, საღამოს გადაადგილება, ეს ეხება რესტორნების, კაფეების, ბარების ფუნქციონირებას. ეს არის დაუმორჩილებლობის აქტი, რომლის მიზანიც არის, გააპროტესტოს ეს შეზღუდვები. ამით ვითხოვთ, რომ ყველა შეზღუდვა მოიხსნას. ამ შემთხვევაში უბრალოდ ამ დაუმორჩილებლობამ მოიღო ბარის სახე. ბარი ამ წუთშიც უკვე არღვევს რეგულაციას. შიგნით ხალხი ზის და დახურულ სივრცეში ხალხის ჯდომა აკრძალულია. ასევე, დაარღვევს დღესვე მეორე რეგულაციას, კომენდანტის საათს და ცხრა საათის მერეც გააგრძელებს ფუნქციონირებას. აქ იქნებიან ადამიანები, ვინც ამ ბარის მომსახურებას მიიღებენ.

ეს თუ ვერ დაკეტეს და ვერ დაკეტავენ, მე უნდა დამიჭირონ, თუ დაკეტავენ, რადგან ყველაფერი ჩემს სახელზეა. თუ ეს ვერ დაკეტეს, მაშინ ყველა დანარჩენი უნდა გახსნან, რადგან ვერავინ ვერ ავუხსნი ამ ხალხს, რატომ უნდა ვმუშაობდე მე და რატომ არ უნდა მუშაობდნენ ისინი.

მე თუ ვარღვევ კანონს და ბევრ რეგულაციას ვარღვევ, თან გამიუქმონ მანდატი, მიმართონ პარლამენტს, გამიუქმონ მანდატი და დამაპატიმრონ, კი ამაზე მივდივარ. ისე არ მიუქმებენ ჩემი მიმართვის საფუძველზე და ასე მაინც გამიუქმონ“, – განაცხადა ჯაფარიძემ.
 

თაგები:

Advertisement