ზურაბ ქადაგიძე - მთელმა თბილისმა იცის, რომ ბიძინა ივანიშვილს ფული მოპარე, შემდეგ ვადა ითხოვე და კაპიკ-კაპიკ დააბრუნე ნაძარცვი


ავტორი
Front News საქართველო
ერთ თაღლითს ვიქტორ ყიფიანს მეორე თაღლითზე, გიორგი ბაჩიაშვილზე უთქვამს, "მაღალი ეთიკური ნორმების მქონე ადამიანიაო" პრინციპში, ასეც უნდა ეთქვა. ორივესთვის "ეთიკა" ძარცვა და ყაჩაღობაა, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.
ქადაგიძის თქმით, თაღლითებმა - ბაჩიაშვილმა და ყიფიანმა „ეთიკის“ ფარგლებში გაძარცვეს ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ენდობოდა მათ და სწორედ ესაა მათი „ეთიკა“ და „მორალი“.
"ერთ თაღლითს, ვიქტორ ყიფიანს მეორე თაღლითზე, გიორგი ბაჩიაშვილზე უთქვამს, "მაღალი ეთიკური ნორმების მქონე ადამიანიაო". პრინციპში, ასეც უნდა ეთქვა. ორივესთვის "ეთიკა" ძარცვა და ყაჩაღობაა. ორივე მათგანმა თავიანთი "ეთიკის" ფარგლებში გაძარცვა ის ადამიანი, რომელიც ენდობოდა და არა მხოლოდ საქმიანი, არამედ ადამიანური ურთოერთობა ჰქონდა. აი ეს არის ამ თაღლითების "ეთიკა" და "მორალი".
ჩემო ვიქტორ, ყელმოღერებული, გამოქნილი აზნაურივით რომ ლაპარაკობ ბრტყლად, მთელმა ქვეყანამ თუ არა, მთელმა თბილისმა იცის, რომ ბიძინა ივანიშვილს ფული მოპარე, ქურდობაზე წაგასწრეს, შემდეგ ვადა ითხოვე და კაპიკ-კაპიკ დააბრუნე ნაძარცვი. მხოლოდ ამიტომ გადაურჩი დაჭერას და ჩანს, ეს არის შენთვის "მაღალი ეთიკური ნორმები", ისევე როგორც შენი სულიერი ძმისთვის, ბაჩიაშვილისთვის...“, - წერს ზურაბ ქადაგიძე.
ცნობისთვის, ვიქტორ ყიფიანი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი იყო, საერთაშორისო დავებში მის ინტერესებს იცავდა.
თაგები:
ზურაბ ქადაგიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს