
ავტორი
Front News საქართველო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის 108-ე იუბილესთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო.
საიუბილეო საღამოს საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ღონისძიება საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო ჰიმნების შესრულებით გაიხსნა, რის შემდეგაც სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ფაიგ გულიევმა.
საღამო მრავალფეროვანი კულტურული პროგრამით დასრულდა, რაც საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ მრავალსაუკუნოვან, კეთილმეზობლურ და სტრატეგიულ ურთიერთობებს ადასტურებს.
თაგები:
ზურაბ პატარაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს