
ავტორი
Front News საქართველო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროებში გაცნობითი ხასიათის შეხვედრები გამართა. შეხვედრებს მინისტრები, მათი მოადგილეები, დეპარტამენტებისა და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრების მიზანს მიმდინარე პროცესების განხილვა და გამოწვევებზე მსჯელობა წარმოადგენდა. მთავრობის თავმჯდომარემ ისაუბრა სამომავლო განვითარების ხედვებსა და პრიორიტეტებზე. ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, რომ ხელისუფლებას აქვს რესურსი, მნიშვნელოვანი პროექტები რეგიონში ახალ შესაძლებლობებად გარდაქმნას.
"ჩვენ გვაქვს საერთო მიზანი და ამბიცია, რომ რაც შეიძლება მეტი პროექტი გახდეს აჭარის რეგიონის სავიზიტო ბარათი! ჩვენ გვაქვს ამის რესურსი, შესაძლებლობა, რომ ყველა მიმართულებით არსებული კონკრეტული იდეა და ჩანაფიქრი, ჩვენ გუნდთან ერთად, უმოკლეს პერიოდში ვაქციოთ მორიგ რეალიზებულ, მნიშვნელოვან სიახლედ და შესაძლებლობად ჩვენი მოსახლეობის და განსაკუთრებით, ახალგაზრდებისთვის", - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.
თაგები:
ზურაბ პატარაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს